აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის - ელისაშვილი მელიაზე

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს.

„ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხივროთ, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგემლებს, მით უმეტეს, ლიდერებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ.

ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახის. ნიკა მელია ზღავრს გასცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და მაინც ამას მივაწერ და გავამართლებ მის ქმედებას“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.