აშშ აგრძელებს საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრების გადაწყვეტილების მხარდაჭერას - სახდეპი

პუბლიკა

აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც  სახელმწიფო დეპარტამენტმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გაავრცელა.

„აშშ განაგრძობს 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი NATO-სკენ მიმავალი გზის დეტალებს. საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს NATO-ს მოკავშირეებთან“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ცნობილია, რომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოდან დავით ზალკალიანი გაემგზავრება.