აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია დოჰაში გაიმართა და მას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაესწრო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აშშ და NATO-ს მოკავშირე ქვყნები შეთანხმდნენ, რომ ისინი 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან თავიანთი ჯარებს გაიყვანენ.
თავის მხრივ, „თალიბანი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ დაუშვან ექსტრემისტული ჯგუფის მოქმედება იმ ტერიტორიბზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ.