როგორც ამერიკული და უკრაინული მხარეები ერთობლივად აცხადებენ, შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს დაზვერვის მონაცემების გაზიარებას და აღადგენს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის.
ამასთან, უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს აშშ-ის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან, რომელიც საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგია.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ: „უკრაინა მზად არის ცეცხლი შეწყვიტოს და მოლაპარაკებები დაიწყოს“.
მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, „თუმცა თუ არა მაშინ უკვე ცხადი იქნება, თუ ვინ აფერხებს მშვიდობას”.
ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები ერთმანეთს საუდის არაბეთში რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.