აშშ-ის ელჩი – კელი დეგნანი თბილისშია

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი თბილისში ჩამოფრინდა.

„მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამერიკის სენატმა კელი დეგნანის კანდიდატურას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დეკემბერში დაუჭირა მხარი.

შეერთებულ შტატებს საქართველოში  ელჩი 2018 წლის შემდეგ აღარ ჰყავს და მის მოვალეობას ელიზაბედ რუდი ასრულებს.