აშშ-ის ელჩი ქართული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქართული მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ძალადობა უნდა დაისაჯოს, ვის წინააღმდეგაც უნდა იყოს ის მიმართული, განსაკუთრებით, მედიის წინააღმდეგ. გვარამიამ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის თქმით, ელჩი დეგნანი კარგადაა ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით, ყველა მედიის წარმომადგენელი გმობს ძალადობას. ზუკა გუმბარიძემ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ მივიდნენ „ფორმულას“ ეთერებში და პასუხები გასცენ მაყურებელბის კითხვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დარბეულია მოძრაობა „სირცხვლიას“ და „პრაიდის“ ოფისები. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც. დაკავებულია 8 პირი ადმინისტრაციული წესით.

5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ისე, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.