ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანონ მის მიერ გამოწვეული ზიანი“, – აცხადებს ელჩი კელი დეგნანი.
ელჩი საქართველოში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის რჩევები და მითითებები და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას.