აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების II რაუნდი იმართება

პუბლიკა

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ერეზიდენციაში შეხვედრას ფასილიტატორებთან ერთად ბარიერგადალახული პარტიების ლიდერები ესწრებიან, ხელისუფლაებას კი წინა წინა შეხვედრის მსგავსად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს.

შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები და არნიშნეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

„ფორმულას“ ცნობით, არჩილ თალაკვაძეს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეხვედრაზე ასევე იმყოფება ევროკავშირის ელჩი საქარტველოში კარლ ჰარცლერი, რომელსაც ასევე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, დიალოგი ძალიან გაართულა ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ:

„რა თქმა უნდა, დაველოდებით რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, მაგრამ დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკოს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებულ იქნა ვადების დაჩქარებით, სასამართლოს უფლების წართმევით ოპოზიციისთვის და კანონის პირდაპირი დარღვევით. ეს არის რეალური პასუხი ხელისუფლების მხრიდან აქ მიმდინარე დიალოგზე, სიტუაციის ნორმალიზებისა და დეესკალაციის მცდელობაზე, ამიტომ ისედაც რთული დიალოგის პროცესი კიდევ უფრო გართულდა.

დანარჩენს დაველოდოთ და შევხედოთ, ჩვენ შევდივართ იმ განწყობით, რომ მოვძებნოთ გამოსავალი და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. რამდენად მზად არის ხელისუფლება გადადგას ნაბიჯი კრიზისიდან გამოსასვლელად, ვნახავთ, თუმცა ისედაც რთული პროცესი ბევრად გაართულა ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც პრატქიკულად დაკეტა კარი ნებისმიერი შედეგების გადასინჯვისთის“,- განაცხადა ბაქრაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მზადაა ისეთი შეთანხმებისთვის რომელიც მათ მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული:

„მნიშვნელოვანია რომ გრძელდება ეს პროცესი, მნიშვნელოვანია რომ მოკლე ვადაში ხდება ეს შეხვედრა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ მზად ვართ სწორი შეთანხმებისთვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული, დანარჩენი შევხედოთ, დამოკიდებულია რა იქნება დღეს შეხვედრაზე“,- განაცხადა ვაშაძემ.