Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული სამხედრო კოალიცია (CJTF-OIR), რომელიც ახლო აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, ერაყის დატოვებას გეგმავს. Reuters-ის მიხედვით, მათ ხელში ჩაუვარდათ ერაყის მთავრობისადმი გაგზავნილი ოფიციალური წერილი, რომლის ავტორიც კოალიციის ამერიკელი გენერალი უილიამ სილია.
„სერ, ერაყის სუვერენიტეტის პატივსაცემად და ერაყის პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის შესაბამისად, კომბინირებული ძალები გადაჯგუფებას დაიწყებენ უახლოეს დღეებსა და კვირებში“, – ნათქვამია წერილში.
Reuters-ის ინფორმაციით, წერილის ავთენტურობა მათ ერაყის ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს.