აშშ-ის მარეგულირებელმა J&J-ის ერთდოზიანი ვაქცინა დაამტკიცა

პუბლიკა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა.

აღნიშნული ვაქცინა აშშ-ში Pfizer-ისა და Moderna-ის რენტაბელურ ალტერნატივად განიხილება. მისი შენახვა საყინულის ნაცვლად მაცივარშიც არის შესაძლებელი.

კვლევებით დადგინდა, რომ ვაქცინის ეფექტურობა მძიმე ავადობის პრევენციის კუთხით 85%-ია, თუმცა საბოლოო ჯამში მისი ეფექტურობა 66%-ია. კომპანიის პირობის მიხედვით, აშშ-ს 100 მილიონი დოზით ივნისის ბოლოს მოამარაგებს, პირველი დოზები კი, შესაძლოა, შემდეგი კვირიდან გახდეს ხელმისაწვდომი.

Johnson & Johnson-ს დოზები უკვე შეუკვეთეს დიდმა ბრიტანეთმა (30 მილიონი დოზა), კანადამ (38 მილიონი დოზა) და ევროკავშირმა (200 მილიონი დოზა). ასევე, ღარიბი ქვეყნებისთვის 500 მილიონი დოზა შეუკვეთა Covax-პლატფორმამ.

ევროპული წამლის სააგენტომ Johnson & Johnson, შესაძლოა, მარტის პირველ ნახევარში დაამტკიცოს.