საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ლოიდ ოსტინი თბილისში დილით ჩამოფრინდა. აეროპორტში მას ქართველი კოლეგა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში ოსტინი აშშ-ის საელჩოს ეწვია და შეხვდა ამერიკელ საზღვაო ქვეითებს, რომლებიც საელჩოს იცავენ. თავდაცვის სამინისტროში ლოიდ ოსტინს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, რასაც ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრა მოჰყვა.
თავდაცვის სამინისტროში მიღებას ოსტინი Twitter-ზე გამოეხმაურა. „მადლობა მინისტრ ბურჭულაძეს ასეთი გულთბილი მიღებისთვის საქართვლოში თავადაცვის მდივნის რანგში ჩემი პირველი ვიზიტისას. შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, – წერს ლოიდ ოსტინი.