აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სანქციებს უწესებს Nord Stream 2-ის მშენებლობის მწარმოებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები Nord Stream 2-სა და მის კორპორატიულ პირებზე. ეს ნაბიჯები კიდევ ერთი ნაწილია ჩვენი პირვანდელი სანქციების ტრანშისა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
ვაშინგტონის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მილსადენი დახურული დარჩება.
10 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენის – Nord Stream 2-ის პროექტი გასული წლის სექტემბერში დასრულდა.