ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები, კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, უსაფუძვლო შიშის გავრცელებას უწყობს ხელს.
„ყველაფერი, რაც მათი მხრიდან გაკეთდა, იწვევს შიშს და ხელს უწყობს მის გავრცელებას, რაც ყველასთვის ცუდი მაგალითია“, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ორშაბათს, მედიაბრიფინგზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ვირუსის საფრთხის გამო თავისი საელჩოს თანამშრომლების ნახევარი გაიწვია, ჩინეთის მოქალაქეებისთვის კი აშშ-ში მოგზაურობა აკრძალა, რაიმე მნიშვნელოვანი დახმარების ნაცვლად.