ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის თარიღს:
„ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა.
აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული.
საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა”, – წერია განცხადებაში.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.