აშშ-ის საელჩო: საქართველოში კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება

პუბლიკა

ამერიკის საელჩოს ცნობით, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოში კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება. საელჩოს ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ოპოზიციის ლიდერებთან.

მათივე ცნობით, დელეგაცია ეწვევა წეროვანში დევნილთა დასახლებასაც, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას.

„მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას“, – წერს ამერიკის საელჩო ინფორმაციაში.