„ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას“, – ამის შესახებ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ნინო ლომჯარიას შეხვდა და მხარდაჭერა გამოხატა. საელჩო ამბობს, რომ ომბუდსმენის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია.
„მოვუწოდებთ პარლამენტს, კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად“, – აცხადებს საელჩო.