დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის შემდეგ, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი თანამდებობას ტოვებს.
გავრცელებული ცნობით, მან ამის შესახებ თანამშრომლებს ელეტქრონული ფოსტით აცნობა.
კიმბერლი ჩიტლის, რომელიც საიდუმლო სამსახურის დირექტორად 2022 წლის აგვისტოდან მსახურობდა, განვითარებული მოვლენების შემდეგ, გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ის ასევე იყო რამდენიმე გამოძიების წინაშე, რომელმაც უნდა დაადგინოს, როგორ მოახერხა მსორლელმა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, პენსილვანიაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ასე მიახლოებოდა და მისი მოკვლა ეცადა.
„მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, უსაფრთხოების მარცხზე“, – ამბობს დირექტორი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში. „ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, დამძიმებული გულით მივიღე რთული გადაწყვეტილება, გადავდგე, როგორც თქვენი დირექტორი“, – წერს ჩიტლი.
20 წლის თავდამსხმელმა, თომას მეთიუ კრუკსმა, იმ სცენიდან 150 მეტრის დაშორებით, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გამოდიოდა, სახურავზე ცეცხლსასროლი იარაღით ასვლა და მის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა შეძლო. პრეზიდენტის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა ის გაანეიტრალეს.
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;