აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის სახელით ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის საკითხზე განცხადება, რომლითაც სახელმწიფო დეპარტამენტი მოითხოვს, გათვალისწინებული იყოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები და სააკაშვილს მიეცეს სასამართლოზე დასწრების უფლება.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოპყრობას, მისი დაკავაბეის დღიდან. მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედვლო სამუშაოს, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ციხის სამედიცინო დაწესებულების შემფასებელი დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნას.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მოეპყრონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ.

საქართველოს მთავრობას ასევე მკაცრად მოვუწოდებთ, უზრუნველყონ სააკაშვილის დასწრება მის განხილვაში მყოფი სისხლის სამართლის საქმეების ყველა სასამართლო სხდომებზე. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს შესაძლებლობას დაესწროს სასამართლო სხდომებს, თუ ის ამას მოითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.