აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიოსა და ანდრეი საბიგას საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზები იყო.
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგას, რათა დაადასტუროს პრეზიდენტ ტრამპის ერთგულება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შესახებ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მეშვეობით ქმედითი ნაბიჯების გადადგმით”, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს სატელეფონო საუბარი ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნებს შორის მიმდინარე ინტენსიური კომუნიკაციის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას.