აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: რუსეთს სიურპრიზები ელოდება, უკრაინას — წარმატება

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდის განცხადებით, 2024 წელს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინასთან ომში სიურპრიზები ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ნულანდს ინფორმაცია კიევის გეგმებზე ომში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უპასუხა, რომ, მისი აზრით, უკრაინა დიდ წარმატებას მიაღწევს.

„უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ვტოვებ კიევს 2024 წელს უკრაინელი ხალხის ერთიანობისა და მონდომების ღრმა რწმენით. ასევე, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აძლიერებს თავდაცვას, პუტინს ბრძოლის ველზე სიურპრიზები ელის და უკრაინა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს“, – ამბობს ვიქტორია ნულანდი.

კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე 31 იანვარს ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ქვეყანაში ნულანდის მეორე ვიზიტია.

2024 წლის 24 თებერვალს 2 წელი გახდება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.