აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ეს კანონპროექტი ეფუძნება რუსულ ინტერესებს და არა ქართულს

პუბლიკა

საქართველოში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი. მას ჟურნალისტებმა უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტზე შეკითხვა დაუსვეს.

„ეს კანონპროექტი ეფუძნება რუსულ ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს – საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციაში და ევროინტეგრაციულ მისწრაფებებში. კანონი ნამდვილად არ უწყობს ხელს ამ მისწრაფებებს. ეს არ არის კარგი კანონი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებიც მიიჩნევენ, რომ ეს კანონი არ არის კარგი. ჩვენ გვექნება თანამშრომლობა. პარტნიორებთან გვისაუბრია ამ თემაზე, როგორ შევუწყოთ ხელი საქართველოს პრიორიტეტს, რაც გახლავთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, – თქვა მან.