ამერიკის საელჩოს ცნობით, საქართველოს ეწვია რესპუბლიკელი სენატორი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სტივ დეინის. მათივე ცნობით, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები „ქართული ოცნების“ მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრების დროს ის გეგმავს გააჟღეროს „ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“.
„სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. ის ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“, – წერია განცხადებაში.
ვის შეხვდება კონკრეტულად სენატორი, ჯერ ცნობილი არაა.