აშშ-ის სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა

პუბლიკა

აშშ-ის სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. ბლინკენის კანდიდატურას მხარი 78-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ – 22-მა. ენტონი ბლინკენი აშშ-ს რიგით 71-ე სახელმწიფო მდივანი იქნება.

როგორც CNN წერს, აშშ-ის 71-ე სახელმწიფო მდივანი იქნება ერთ-ერთი მთავარი ფიგურა „თეთრ სახლში“. მათი ქმით, ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სოფლიოში ალიანსების აღდგენის მიმართულებით და იმუშავებს „თეთრი სახლის“ ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბების მიმართულებით.