„შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯი ივანიშვილზე მკაცრი სანქციების დაწესებით და საქართველოში რუსული პოლიტიკის იარაღად მისი აღიარებით. ახლა დროა ევროკავშირმა იმოქმედოს“,- აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.
„მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც დემოკრატიის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და საქართველოს რუსეთისადმი დაქვემდებარება დაასრულოს. ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს, თავად ქართულმა საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი“,- აცხადებს იუკნევიჩიანე.
მისვე განცხადებით, „მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტია და პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუ პაროდიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება“.
„საქართველო რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ომის ფართო სურათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უნდა გადავწყვიტოთ: რა გავაკეთოთ? არჩევანი მცირეა, ან გამარჯვების მისაღწევად გადაწყვეტილების მიღება, ან აგრესიული რესპუბლიკის არსებობასთან შეგუება…“, – წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.