ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
აკრძალვები ეხება ნებისმიერ ტრანზაქციას, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება 14024-ით.
მათ შორის:
აკრძალვები ეხება ტრანზაქციებს დაკავშირებულს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდთან და რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან.
ასევე, აკრძალვა ეხება ნებისმიერ ტრანზაქციას, რაც დაკავშირებულია სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს საქმესთან „კრედიტ სუისი ბიძინა ივანიშვილის და სხვების წინააღმდეგ” და სხვა დაკავშირებულ სამართალწარმოებასთან.
აკრძალვა ეხება ნებისმიერი გადაწყვეტილების, ბრძანების, გადაწყვეტილების ან მორიგების შეთანხმების აღსრულებას, რომელიც წარმოიქმნება ასეთი სამართალწარმოებიდან. ასევე, ეხება ნებისმიერი განაჩენის, ბრძანების, ჯილდოს ან შეთანხმების აღსრულებას, რომლებიც აღნიშნული პროცესებიდან წარმოიშვა; და ნებისმიერი გადახდების, ტრანსფერების, აქტივების გადაადგილებას ან სხვა ტრანზაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია აღნიშნულ პროცესებთან.
ასევე, აკრძალვა ეხება ნებისმიერ სხვა ტრანზაქციას, რომელიც დაუშვებელია „რუსეთის მავნე უცხოური საქმიანობის სანქციების რეგულაციების” მიხედვით, მათ შორის, ტრანზაქციებს, რომელიც მოიცავს ნებისმიერ სხვა სანქცირებულ პირს, იმავე „რუსეთის მავნე უცხოური საქმიანობის სანქციების რეგულაციების” შესაბამისად, თუ არ არის ამაზე ცალკე ავტორიზაცია.