ყოფილი ბულგარელი ოლიგარქის შემდეგ აშშ-მა სანქციები ბულგარელ მოსამართლეს, ანდონ მიტალოვსაც დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ავრცელებს.
„დღეს მე სანქციებს ვუწესებ ბულგარელ მოსამართლეს, ანდონ მიტალოვს, კორუფციულ დანაშაულში მონაწილეობის გამო. ეს ბულგარეთთან დაკავშირებული ამ ტიპის პირველი გადაწყვეტილებაა და ძლიერი გზავნილი, რომ აშშ აქტიურად უჭერს მხარს ბულგარეთს კორუფციასთან ბრძოლაში“, – წერს პომპეო twitter-ზე.
როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ბულგარელი მოსამართლის ქმედებები ძირს უთხრიდა კანონის უზენაესობას და საფრთხის ქვეშ აყენებდა ბულგარეთის დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსამართლის მეუღლეს, კორნელია სტოიკოვა-მიტალოვასა და ქალიშვილს, გერგანა მიტალოვას, სპეციალური სანქციების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალებათ.
„სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს ბერკეტების გამოყენებას რეგიონში და გლობალურად კორუფციაში ჩართული პირების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად“, – განაცხადა პომპეომ.
ანდონ მალინოვი ირწმუნება, რომ მისი საქმით პროკურორების დაინტერესებას მისი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაძლიერების ხმამაღალი მხარდაჭერა განაპირობებს.