აშშ-მა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

პუბლიკა

აშშ-ში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 85 991-ია, აქედან განიკურნა 753 და გარდაიცვალა 1 296.

ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობას კი იტალიასა და ესპანეთში გარდაცვლილთა რიცხვმა გადააჭარბა. იტალიაში გარდაიცვალა 8 215, ესპანეთში კი 4 365 ადამიანი.