აშშ-მა მაგნიტსკის სიაში ვახტანგ გომელაური შეიყვანა

პუბლიკა

აშშ-მა მაგნიტსკის სიაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას”) მოადგილე, მირზა კეზევაძე შეიყვანა.

მაგნიტსკის სია (Magnitsky List) არის სია, რომელიც შეიცავს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სახელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კორუფციაზე ან სხვა მძიმე დანაშაულებზე.

მაგნიტსკის სიები ხშირად გამოიყენება საერთაშორისო პოლიტიკაში, როგორც ინსტრუმენტი ავტორიტარული რეჟიმებისა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ.

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ჩამონათვალში არიან ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მილერი ლაგაზაური.