აშშ-მა მოკლა „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა -BBC

პუბლიკა

ქაბულის აეროპორტში ტერორისტული აფეთქების შემდეგ აშშ უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით თავს დაესხა და მოკლა „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის მხარის წარმომადგენელი, რომელიც იმყოფებოდა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნანგარჰარის პროვინციაში. აშშ-ის დარტყმის სამიზნე ქაბულის აეროპორტის ტერაქტის ორგანიზატორი იყო. ამის შესახებ BBC წერს.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაემუქრა ქაბულის აეროპორტში აფეთქებაში პასუხისმგებელ პირებს.

„ჩვენ არ გაპატიებთ, ჩვენ არ დავივიწყებთ. ჩვენ გიპოვით და გაზღვევინებთ“, – განაცხადა მან.

როგორც BBC წერს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში ტერორისტული აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 170 ადამიანი.

ტერორისტულ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აეროპორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება, დაახლოებით, ადგილობრივი დროით ხუთშაბათს, 18:00 საათზე ერთ-ერთ გასასვლელთან მოხდა. მოქალაქეები რიგში იდგნენ და ქვეყნის დატოვების მიზნით გასაფრენად ემზადებოდნენ.

დაღუპულები ძირითადად ავღანეთის მოქალაქეების არიან. ამასთან, მათ შორის არიან აშშ-ის 13 მოქალაქე, ბრიტანეთის 2 მოქალაქე და ერთი ბრიტანეთის მოქალაქის შვილი.