აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა – სიაში მოხვდა რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანიც.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოსკოვის საზიანო გავლენის ძალისხმევისთვის დასანქცირდა 10 ინდივიდი და 2 კომპანია.
დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სუბიექტები აშშ-ის საარჩევნო პროცესის სანდოობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის ფარგლებში დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ სხვადასხვა მექანიზმს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის Deep Fake-ებსა და დეზინფორმაციას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის დასაწყისში რუსი პროპაგანდისტული არხის, RT-ის წარმომადგენლებმა ხელი მიჰყვეს კიდევ უფრო ბილწ მცდელობებს და მათი საზიანო კამპანიის მცდელობების ფარგლებში ფარულად იქირავებდნენ ამერიკელ „ინფლუენსერებს”.
აშშ-ის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციების სიაში მოხვდნენ მედია ჯგუფების RIA Novosti-ს, RT-ს, TV-Novosti-ს, Ruptly-ს და Sputnik-ის წარმომადგენლები – მათ შეეხებათ სავიზო შეზღუდვები. ამ ჩამონათვალშია რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც.