აშშ-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის დაფინანსება შეუჩერა – ინფორმაცია „პუბლიკას” დაუდასტურეს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც აღნიშნეს, რომ ეს პროექტი წელს აღარ დაფინანსდება, რადგან USAID-მა „დროებით თავი შეიკავა დაფინანსებისგან”.
მათივე თქმით, ამ პროექტს აფინანსებდა ევროსაბჭოც, თუმცა ევროსაბჭოს მხრიდან პროექტის დაფინანსების შეწყვეტაზე კომუნიკაცია არ ყოფილა და ეს მხოლოდ USAID-ის მხრიდან მოხდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის მიზანია „მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში”. საზაფხულო სკოლა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით იმართებოდა.