აშშ-მა უკრაინას 988 მილიონი დოლარის ღირებულის დახმარების პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებს, აღჭურვილობას, კომპონენტებსა და სათადარიგო ნაწილებს საარტილერიო სისტემების, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის შესაკეთებლად და კაპიტალური რემონტისთვის, ასევე საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის.
„ეს არის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი დახმარების 22-ე პაკეტი. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-მდე მოკავშირესთან და პარტნიორთან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისა და მასთან ასოცირებული შესაძლებლობების კოალიციების მეშვეობით, რათა უზრუნველყოს მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას სჭირდება ომის მოსაგებად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.