აშშ-მა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად აღიარა 

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოპოზიციის ლიდერი, ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა X-ზე დაწერა.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა.

„ვენესუელელმა ხალხმა თავისი პოზიცია ხმამაღლა გამოხატა და ედმუნდო გონსალესი პრეზიდენტად აირჩია. დემოკრატია მოითხოვს ამომრჩეველთა ნების პატივისცემას“. – თქვა აშშ-ის პირველმა დიპლომატმა რიო- დე-ჟანეიროში, დიდი ოცეულის სამიტზე.

ვენესუელელმა ხალხმა ხმამაღლა გამოხატა თავისი ნება  28 ივლისს და ედმუნდო გონსალესი არჩეული პრეზიდენტია. დემოკრატია მოითხოვს ამომრჩეველთა ნების პატივისცემას“. – განაცხადა აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა.

CNN წერს, რომ ბლინკენის ეს განცხადება ნიშნავს აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას ვენესუელის მიმართ: ამ დრომდე აშშ და სხვა ქვეყნები აცხადებდნენ, რომ გონსალესმა ივლისის არჩევნებში ნიკოლას მადუროზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა, მისთვის „არჩეული პრეზიდენტი“ არ უწოდებიათ.

„აშშ-ს, მსოფლიოში დემოკრატიული ქვეყნებისა და დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს, ცხადია, რომ 28 ივლისს გამართულ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალეს ურუტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ეს მას არჩეულ პრეზიდენტად აქცევს. ვენესუელელმა ხალხმა აბსოლუტურად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატა დემოკრატიული ცვლილებების სურვილი – ამაზე მეტყველებს ხმის მიცემის საჯაროდ ხელმისაწვდომი ოქმები“. – უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, მეთიუ მილერმა CNN-ს.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციამ ხმების დათვლის საკუთარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

გაეროს მონაცემებით, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე, დაახლოებით 2400 ადამიანი კი დააკავეს.