აშშ პოლონეთში საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის ორ ბატარეას გზავნის

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის 2 ბატარეას განათავსებს.

ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების (EUCOM) წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი პენტაგონმა აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიმართ პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ გადადგა.

„თავდაცვითი შეიარაღების განთავსება პროაქტიურად მივიღეთ აშშ-სა და ალიანსის ძალების მიმართ NATO-ს ტერიტორიაზე პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ“, – აცხადებს EUCOM-ის წარმომადგენელი კაპიტანი ადამ მილერი. მისი თქმით, ეს თავდაცვისკენ მიმართული გადაწყვეტილებაა და ისინი მხარს არ უჭერენ შემტევ ოპერაციებს.

ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის თითოეულ ბატარეაში სარადარო სისტემასთან, საკონტროლო პუნქტთან და სხვა დანადგარებთან ერთად 16-დან 32-მდე რაკეტის გამშვებია.