ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთიდან ალკოჰოლისა და ზღვის პროდუქტების იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ CNN-ს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.
CNN-ის ცნობით, აიკრძალება ისეთი პროდუქტების იმპორტი, როგორიცაა არაყი და ხიზილალა. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მალე აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაცხადებს.