აშშ-ს საელჩო უკრაინაში საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას ურჩევს

პუბლიკა

აშშ-ს საელჩო უკრაინაში, ამერიკის მოქალაქეებს ურჩევს იზრუნონ ქვეყნის დატოვებაზე, ვინაიდან, მათი შეფასებით რუსეთისგან მომდინარე სამხედრო ესკალაციის საფრთხე არაპროგნოზირებადია და ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს.

საელჩო სპეციალურ წინადადებებს სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა სწრაფად შეიძინონ ბილეთები. საელჩო ასევე სთხოვს საკუთარ მოქალაქეებს, შეავსონ სპეციალური ფორმები, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლონ მათთან დაკავშირება.

პარალელურად, რუსული სამხედრო შენაერთები უფრო და უფრო აქტიურად გადაადგილდებიან უკრაინის საზღვრებთან.