ერიკა ოლსონს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს  ევროპის და ევრაზიულ საკითხებში, ერიკა ოლსონს შეხვდა. ამ ინფორმაციას საქართველს პარლამენტი ავრცელებს.

“ხანგრძლივი შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მათ შორის, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს”. – ვკითხულობ განცხადებაში.

ამ განცხადების მიხედვით, ქართულმა დელეგაციამ ერიკა ოლსონთან შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი, ეკონომიკური და დემოკრატიული მიმართულებით სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.


გუშინ დედაქალაქის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ერიკა ოლსონის განცხადებებზე საუბრისას თქვა – „ვინ არის, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს?.. თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?! თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ?”

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი გამოეხმაურა კალაძის სიტყვებს “საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. ვფიქრობ, კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას”, – დაწერა იან კელიმ ტვიტერზე.

დღეს კი კალაძემ თქვა, რომ მას ოლსონისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, და მისი პრობლემა იყო, რომ მან ოლსონის თანამდებობა არ იცოდა.