აშშ-სა და ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლატვიაში საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსით გარდაიცვალნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნიუ იორკში გარდაიცვალა, 80 წლის მამაკაცია. ის covid-19-ის დიაგნოზით მკურნალობდა კლინიკაში. როგორც ცნობილია, მას ჰქონდა თანმხლები დაავადება.

ლატვიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე კი 53 წლისაა.  ისიც კლინიკაში მკურნალობდა, კორონავირუსის დიაგნოზით. მას გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრმაციით, საქართველოს საელჩოები მუდმივ კონტაქტზე არიან გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურები.