განახლება:
რუსეთსა და აშშ-ს შორის ერ-რიადში გამართული შეხვვედრის დეტალები არ გამოქვეყნდება. ინფორმაციას რუსულ სამთავრობო მედიას კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უდასტურებს.
„ეს არის მოლაპარაკებები დეტალებში ჩაღრმავებით, ამიტომ ტექნიკური მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ „გამოქვეყნდება“, ამას არ უნდა ელოდოთ,“ — თქვა პესკოვმა
24 მარტს რუსეთსა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის უკრაინის შესახებ შეხვედრა 12 საათს გაგრძელდა.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, მათი მოლაპარაკებების შესახებ დოკუმენტი დღეს, 25 მარტს გასაჯაროვდება.
გრეგორი კარასინმა, რომელიც რუსეთს სერგეი ბესედასთან ერთად წარმოადგენდა, TASS-ს უთხრა, რომ შედგა „რთული, მაგრამ სასარგებლო დიალოგი“.
მისივე განცხადებით, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით, მათ შორის, გაეროს ფარგლებში გაგრძელდება.
„ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველეს ყოვლისა, გაერო-ს და ცალკეული ქვეყნების ჩართულობით. ზოგადად, შთაბეჭდილება დარჩა, რომ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი საჭირო და აუცილებელია. ამით ამერიკელებიც არიან დაინტერესებულები”, — თქვა კარასინმა.
მოლაპარაკებების ძირითადი თემა ცეცხლის უფრო ფართო შეწყვეტის მიზნით, შავი ზღვის გემებზე თავდასხმების დასრულება, იყო.
Reuters-ის წყაროების თანახმად, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის წარმომადგენლები, რუსეთთან შეხვედრის შემდეგ ისევ შეხვდებიან უკრაინულ მხარეს და იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებას განიხილავენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 24 მარტს თქვა, რომ ის მალე ელოდება აშშ-უკრაინის შეთანხმებას ამ იშვიათი წიაღისეულიდან შემოსავლის გაზიარების შესახებ.
ასევე, მისი ადმინისტრაცია კიევს უკრაინის ელექტროსადგურების ამერიკული ფირმების მფლობელობაში გადასვლის პერსპექტივაზეც ესაუბრება.