მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისგან არსებობს პოლიტიკური ნება, იპოვონ გზა, რათა გადაჭრან განსხვავებები დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისგან არსებობს პოლიტიკური ნება, იპოვონ გადაწყვეტილება, იპოვონ გზა, რათა გადაჭრან განსხვავებები დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებაში. ეს ეხება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების პროცესს. ეს აჩვენებს, რომ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ, შეიკრიბონ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად და უხელმძღვანელონ ქვეყანას ძალიან რთულ პერიდოში, როდესაც გაქვთ პანდემია, გაქვთ ეკონომიკური კრიზისი, გაქვთ ცვლილებები რეგიონში და გყავთ რუსეთი მეზობლად.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სწრაფად იპოვოს გადაწყვეტილება, ქვეყანაში იყოს სტაბილური, განვითარებული დემოკრატია, დაიწყოს მუშაობა სამუშაო ადგილების შესაქმნელად მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ და გაძლიერდეს ეკონომიკა ძალიან რთულ პერიოდში. ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ აშშ არის საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ თქვენი საუკეთესო მეგობარი ვართ. ჩვენ თქვენ დასახმარებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა თქვენ, როგორც დემოკრატიამ, წარმატებას მიაღწიოთ. სწორედ ამტომ ვართ ჩართულები ამ პროცესში. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც პარტიებს სურთ, რათა დავეხმაროთ მათ გადაწყვეტილების პოვნაში. ეს ეხება თქვენი დემოკრატიის შენებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ( „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თარგმანი).