„მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტია, რომელსაც უნდა ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა იყოს. ისინი უარს ამბობენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობაზე, საქართველო ირანის რეჟიმს და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდოს. აშშ დგას საქართველოს გვერდით!” – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი.
ამ წუთებში თბილისში “MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
“MEGOBARI აქტის“ განხილვა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში 27 მარტს გაიმართება.
„MEGOBARI აქტის“ თანახმად, რომლის ინიციატორიცაა ჯო ვილსონი, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“.
მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება.