აშშ-ში 12 წლის ბავშვმა ბებიის სახლში შეჭრილი მძარცველი სასიკვდილოდ დაჭრა - CNN

პუბლიკა

CNN-ის ცნობით, აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში 12 წლის ბავშვმა ბებიის სახლში შეჭრილი მძარცველი სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციის განცხადებით, ნიღბიანები სახლში შუაღამით შეიჭრნენ. ისინი ფულს ითხოვდნენ, შემდეგ კი 73 წლის ლინდა ელისს ესროლეს. ბავშვმა კი „თავდაცვის მიზნით“ გაისროლა. პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილები გაიქცნენ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაჭრილი მძარცველი – 19 წლის ხალილ ჰერინგი დაზარალებულის სახლთან იპოვეს. მძარცველიც და ბავშვის ბებიაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლინდა ელისის მდგომარეობა სტაბილურია, 19 წლის მძარცველი კი გარდაიცვალა.

პოლიციის განცხადების თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ბრალს არ წაუყენებენ.