აშშ-ში 65+ ასაკის ადამიანები და რისკჯგუფები „ბუსტერ“ დოზით აიცრებიან - FDA-ის რეკომენდაცია

პუბლიკა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის რეკომენდაციით, „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზით აცრას შეძლებენ 65 წლის ზემოთ ასაკის, ასევე რისკჯგუფში მყოფი ადამიანები და ისინიც, ვისთვისაც ვირუსმა, შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

ადმინისტრაციის ცნობით, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ მოქალაქემ მესამე დოზის მიღება შეძლოს.

ცვლილების მიხედვით, „ბუსტერ“ დოზებს ისეთი ჯგუფებიც მიიღებენ, როგორიცაა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანები, მასწავლებლები, მოხუცთა თავშესაფრებისა და მაღაზიების თანამშრომლები, უსახლკაროთა თავშესაფრებსა და საპატიმროებში მყოფი ადამიანები.