აშშ-ში დააკავეს კაცი, რომელმაც ლგბტ ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა და 5 ადამიანი იმსხვერპლა

პუბლიკა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც მათი განცხადებით, ლგბტქ ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა 20 ნოემბრის ღამეს, როდესაც მოქალაქეები ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს აღნიშნავდნენ.

ღამის კლუბში დატრიალებულ ტრაგედიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა, დაიჭრა – 25.

სროლისას შეიარაღებულ თავდამსხმელს ორმა პირმა წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა.

კოლორადოს პოლიციის ცნობით, დაკავებულია 22 წლის ანდერსონ ლი ალდრიჩი. დანაშაულის მოტივს კი გამომძიებლები სწავლობენ.

ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლდრიჩს პირველი ხარისხის მკვლელობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ბრალდება წაუყენეს, თუმცა სასამართლოს წარმომადგენელმა თქვა, რომ მისთვის ბრალდება ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

ქალაქ სპრინგსის მაიორმა აღნიშნა, რომ ყველაფერი „სიძულვილის მოტივზე მიუთითებს“ და გაიხსენა ორლანდოს გეი კლუბში დატრიალებული ტრაგედია, როდესაც შეიარაღებულ თავდამსხმელს 49 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციის ცნობით, ალდრიჩი გასულ წელსაც დააკავეს მას შემდეგ, რაც დედამისმა სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ შვილი კუსტარულად დამზადებული ბომბის აფეთქებით დაემუქრა.