აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების 2 154 შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

Worldometers-ის განახლებული მონაცემებითმ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 154 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში COVID-19-ით 25 794 ადამიანია გარდაცვლილი. ვირუსი ამიერიკის 50-ვე შტატში ფიქსირდა და ჯამში 609 614 შეადგენს. მათგან 22 673 შემთხვევა ბოლო ერთ დღეში დაფიქსირდა.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ნიუ-იორკის შტატში, სადაც ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, 202 208 დადასტურებული შემთხვევა და 10 834 გარდაცვლილი ფიქსირდება. ნიუ-იორკის შტატის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი – 68 824 შემთხვევა ნიუ-ჯერსის შტატში ფიქსირდება. ამავე შტატში გარდაცვლილია 2 805 პირი.

ნიუ-იორკი პირველი ქალაქია, სადაც კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე რომელიმე ცალკეულ ქვეყანაში. BBC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობის გამო, ნიუ-იორკში გარდაცვლილებს საერთო საფლავში მარხავენ.