აშშ-ში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters ვაშინგტონის ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ჯანდაცვის წარმომადგენლები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ და ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ დეტალურად ისაუბრებენ.
ვაშინგტონში კორონავირუსული ინფექციით ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ CNN-იც ავრცელებს ინფორმაციას.
ბოლო ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული.