Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ გააუქმა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „ბიზნესის კეთება კორონავირუსის პირობებში“. ღონისძიება პარასკევს ნიუ იორკში უნდა გამართულიყო.
ბლუმბერგის თქმით, საგარეო ურთიერთობათა საბჭომ 11 მარტიდან 3 აპრილამდე დაგეგმილი სხვა კონფერენციებიც გააუქმა. გაუქმებულია ნიუ იორკისა და ვაშინგტონის ყველა ღონისძიება, მათ შორის – ნიუ იორკის ყოველწლიური პოპულარული ავტოშოუ.