აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში Abrams-ის 31 ტანკს გაგზავნის.
მისი თქმით, ინიციატივა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ეკუთვნის.
ბაიდენისვე თქმით, ეს ტანკები ეფექტიანია, თუმცა მისი შენახვა რთულია, ამიტომ უკრაინას ნაწილებს და აღჭურვილობასაც გადასცემენ.
„ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ტერიტორია და კონტრშეტევაზე გადავიდეს. ქვეყანა რომ გაათავისუფლონ, მათ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაზარდონ… დღეს ჩვენ [უკრაინისთვის] გამოვყოფთ 500 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკის, და მე ასევე ვაცხადებ, რომ გამოვყოფთ Abrams-ის 31 ტანკს“, – განაცხადა მან.
ამასთან, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას 14 Leopard 2A6-ს გაუგზავნიან.