ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
მისივე განმარტებით, ეს თანხა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა, რათა შესაბამისმა სამსახურებმა უკრაინის საზღვრებზე უსაფრთხოება გააძლიერონ. ასევე თანხა გამოყოფილია სამართალდამცავი უწყებების მხარდაჭერისთვის და სახელმწიფოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვისთვის.