აშშ უკრაინას დამატებით $550 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით $550 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეჩვიდმეტე პაკეტია.

„დღეს გამოცხადებული დახმარება მოიცავს საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემებისა (HIMARS) და 155 მმ-იანი არტილერიისთვის, რომელთაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასე ეფექტიანად იყენებენ თავიანთი სამშობლოს დასაცავად. ამ პაკეტის ჩათვლით, ჩვენი ადმინისტრაციის დროს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება $8.7 მილიარდს მიაღწევს.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი არ შეირყევა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.